in

ოსტატი და შეგირდი როლებს ცვლიან – ზუმერის ახალი კამპანია

სექტემბრის პირველ ორშაბათს, 4 სექტემბერს, ზუმერმა მორიგი ვიდეორგოლი გაავრცელა და წინასასკოლო შოპინგის სეზონი გახსნილად გამოაცხადა. ცნობილმა სახეებმა: ბატონმა ზურამ და ბატონმა დავითმა; ელენიკო რუხაძემ (a.k.a Foxy Eleniko); ნანიკო ხაზარაძემ და მისმა შვილმა – ლილუმ; იკო ვახტანგიშვილმა; ზუმერის ახალ რეკლამაში და ზუმერულ მომავალში მოიყარეს თავი.

ყველას გაგვიფიქრებია – როგორი შეიძლება იყოს მომავლის მსოფლიო? იქნებ, წამითაც შევცბუნებულვართ, როცა გაგვიაზრებია, რა სწრაფად ვითარდება და იცვლება ტექნოლოგიური ლანდშაფტი. ზუმერის მესვეურების თქმით, ბრენდის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ტექნიკის „მოშინაურებაში” ადამიანების დახმარებაა. ტექნიკამ თავი საზოგადოებისგან გაუცხოებულად კი არ უნდა გვაგრძნობინოს, არამედ სამყაროს შეცნობასა და ერთმანეთთან ურთიერთობაში დაგვეხმაროს. წარმატებული ადაპტაციისათვის ზუმერის ტექნიკის სფეროში განსწავლულობა, ამ ცოდნის პირდაპირ და მკაფიოდ გაზიარებაც ცალსახა უპირატესობას იძლევა.

ზუმერის, კრეატიული სააგენტო კრაკენისა და Fire Production-ის ერთობლივი ძალისხმევით შექმნილი რგოლი მთავარი სათქმელით და დროში მოგზაურობის ფენომენით ლეგენდარული ფილმების სერიას („უკან მომავალში”) ეხმიანება. ფილმში დოქტორი ემეტ ბრაუნი და მარტი მაკფლაი ოსტატისა და შეგირდის როლში არიან. იგივე გადანაწილებაა ზუმერის რგოლშიც, თუმცა ამ შემთხვევაში გმირები როლებს მალევე ცვლიან – ზუმერის მომავლის ფილიალში უკვე ბატონი დავითი უხსნის მამას, რომელ გაჯეტს რა დატვირთვა გააჩნია. სინამდვილეშიც ხომ ასეა, ყველა შევსწრებივართ სიტუაციას, როცა ახალგაზრდები უფროს თაობას უხსნიან, რა სპეციფიკა აქვს მოწყობილობას ან აპლიკაციას: როგორ გააგზავნო სურათი WhatsApp-ში, შეცვალო არასწორად დაყენებული მაღვიძარას საათი ან მოიძიო ნებისმიერ კითხვაზე პასუხი Google-ში…

თათია (თუთიკო) მუჯირი – ზუმერის მარკეტინგის ხელმძღვანელი:

„Back to School კამპანიები საცალო გაყიდვების სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ზაფხულის არდადეგებისა და შვებულებების შემდეგ ადამიანები სკოლებს, უნივერსიტეტებს და სამსახურს უბრუნდებიანმსყიდველობითი ქცევა მკვეთრად იცვლება. ამიტომაც, სექტემბრის კამპანიისთვის როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით, ისე კომერციული შეთავაზებების კუთხითაც, გულმოდგინედ ვემზადებოდით.

გავითვალისწინეთ ისიც, რომ გასულ წლებში ტექნიკა სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილად იქცა. ტექნიკა და ტექნოლოგიები ათასობით რესურსთან  და მუდმივად განახლებად ინფორმაციასთან იძლევა წვდომას, რაც თავის მხრივ, განვითარებისა და საკუთარი თავის ახლებურად აღმოჩენის საწინდარია

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, „კრაკენთანერთად შევეცადეთ, ტრადიციულად და ზუმერულად გამორჩეული კამპანია შეგვექმნარომელიც სათქმელსაც ნათლად იტყოდა.” 

ალექსანდრე ქოქოსაძე – კრაკენის შემოქმედებითი ხელმძღვანელი:

„საშემოდგომოდ, ახალი სასწავლო სეზონის დაწყების წინ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე საუბარი გადავწყვიტეთ. თაობების დამაკავშირებელ თემად კი, ზუმერის ბრენდიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ტექნიკა ავირჩიეთ. ამ მეტაფორული ისტორიით გვინდოდა წარმოგვეჩინა ყველასთვის საყვარელი ემოციები, რომელიც მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ახასიათებს. თანაც, ხაზი გაგვესვა, რომ უფროსები იმდენივეს სწავლობენ უმცროსებისგან, რამდენსაც ბავშვები მათგანგანსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალ ტექნოლოგიებს ეხება”.

თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ვიდეო:

თავგადასავლებით სავსე გზას, ტრადიციულად ზუმერულ დასასრულამდე და ახალი ეტაპის დასაწყისამდე მივყავართ. მოწოდება მკაფიოა:

უკან ზუმერშიახალი სეზონი დაიწყო!

[პარტნიორის კონტენტი]

„მინდა, ჩემს დაკრძალვაზე ჩემი ყოფილიც მოვიდეს“

მაიკროსოფტი თავის AI სისტემას „ადამიანური აზროვნებით“ აუმჯობესებს