ზაფხულია – წესითა და რიგით შვებულებების, განტვირთვისა და გადატვირთვის სეზონი, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერი ყოველთვის წესისა და რიგის მიხედვით არ მიდის. ხშირად, შესაძლოა, თეორიულად ვისვენებდეთ კიდეც, თუმცა მთელი გონებითა და არსებით კვლავ სამუშაო რუტინაში ვიყოთ ჩაფლული – თითქოს საკუთარ თავს არ ვაძლევდეთ უფლებას, დროებით მაინც მოვშორდეთ ყოველდღიურ რუტინას. არადა ენერგიების სრულფასოვნად აღდგენისთვის ყველაფრისგან გამოთიშვა არა სასურველი, არამედ აუცილებელიც კია.
„ზუმერი“ თავის საზაფხულო კამპანიას სწორედ ამ თემაზე საუბარს უძღვნის. ბრენდი კამპანიით მოგვიწოდებს დავტოვოთ ოფისები, მოვცილდეთ სამუშაო ლეპტოპებს, გამოვრთოთ ყველა აპლიკაცია, რომელიც დისტანციურად მუშაობაში გვიწყობს ხელს, ავიღოთ საზაფხულო გაჯეტები და უბრალოდ გავიდეთ მომსახურების ზონიდან. ფაქტი, რომ ყველაფრის გაციფრულების ეპოქაში გვაქვს „ფუფუნება“, მუდმივად ვიყოთ ხაზზე, არ ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ხელმისაწვდომი.
საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი ელემენტი TikTok/Instagram პლატფორმებისთვის შექმნილი ვერტიკალური ფორმატის ექსპერიმენტული ვიდეორგოლია, რომელიც 10 სხვადასხვა ქართველ კონტენტ კრეატორს აერთიანებს. განსხვავებით სხვა შემთხვევებისა, კრეატორები აქ უბრალოდ მონაწილეობის გარდა, თავად ხდებიან ვიდეოს თანაავტორები და განმთავსებლებიც. თითოეული სცენა კი სრულად iPhone-ით არის გადაღებული – ისე, როგორც TikTok/Instagram კონტენტს შეშვენის.
ვიდეოში სცენები ერთმანეთს Transition-ების მეშვეობით უკავშირდება და საბოლოოდ, ერთი მთლიანი Loop-ი იკვრება. სწორედ Loop-ის დამსახურებით, თითოეული კრეატორისთვის შეიქმნა ინდივიდუალური – სპეციალურად მათი სოც. არხებისთვის განკუთვნილი მონტაჟის ვერსიები, რომლებშიც რგოლის პირველ მოქმედებაში, პირადი ვიდეოს განმთავსებელი კრეატორი გვევლინება.
„ზუმერმა“ კამპანიასა და ვიდეორგოლზე სააგენტო „სუპერმარკეტთან“ და ანა ხოსიტაშვილთან ერთად იმუშავა.
P.S. შეგახსენებ, რომ საფუძვლიანი დასვენება რეკომენდებულია ყველა ექსპერტის მიერ.
[R]













