2025 წლის Ad Black Sea Festival-ზე კომპანია ზუმერმა, ისტორიაში პირველად, მოიპოვა გამარჯვება სააგენტო “სუპერმარკეტთან” თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი კამპანიით, რომლის აღსრულებაშიც კომპანია “ინდუსტრია” ჩაერთო. „ქალების გაძლიერებას არ ვეთანხმები“ – ეს არის მარტის დღესასწაულების ფარგლებში განხორციელებული იდეა, რომელიც თამამად ეხმიანება გენდერულ საკითხებს, კერძოდ კი, გარემოს, რომელშიც ქალებს უწევთ ცხოვრება. აღნიშნული კამპანია შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდა:
- Special – prize creative efforts for gender equality
- Silver – film: online film
- Bronze – film craft: production design/art direction
ეს კამპანია ზუმერის ბრენდის ისტორიაში ქალის როლთან მიმართებით პირველი იმგვარი გამოხმაურებაა, სადაც მთავარი აქცენტი გარემოში მათ თანაბარ მნიშვნელობაზეა.
კამპანიის მთავარი ამოცანაც სწორედ ასე იწყებოდა: „ქალებს გაძლიერება არ სჭირდებათ, რადგან ისინი ისედაც ძლიერები არიან, ის, რაც უნდა შეიცვალოს, მხოლოდ გარემო და დამოკიდებულებებია…
„სუპერმარკეტის” სადებიუტო ნამუშევრით ბრიფის უზუსტესმა პასუხმა, ფესტივალის ჟიურიც განსაკუთრებულად მოხიბლა და დამსახურებული, განსაკუთრებული, ჯილდოც მიიღო.
ზუმერში სჯერათ, რომ ეს გამარჯვება გახდება წინ გადადგმული ნაბიჯი გარემოს გაძლიერებაში, რომელშიც ყველა ქალი შეძლებს საკუთარი ძალის გამოვლენას.
ამ მიმართულებით zoommer-ი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უფრო მეტად ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს სამუშაო ადგილზე, ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში ქალთა გაძლიერების საკითხებს.
[R]












