ადამიანებს ძალიან გვიყვარს შოპინგი. იშვიათად ნახავთ ადამიანს, ნაირნაირი ნივთით საკუთარი თავის განებივრება რომ არ უყვარდეს. თუმცა შოპინგი ხშირად არის დაკავშირებული დიდ თანხებთან. აბა, დაფიქრდით, რამდენჯერ ყოფილხართ სიტუაციაში, როცა ფეისბუკის სქროლვისას ამოხტა იმ ტექნიკის რეკლამა, რომელიც დიდი ხანია, გინდოდათ, მაგრამ მოცემულ მომენტში ფული არ გყოფნიდათ. ასეთ სიტუაციაში მინიმუმ ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანი ყოფილა.
რას ვაკეთებ, როცა რაღაცის ყიდვა ძალიან მინდა, მაგრამ თანხა არ მყოფნის? ფიქრის პროცესი დაახლოებით ასე მიმდინარეობს:
ა) მშობლებს ვთხოვო? – არც ისე კარგი აზრია, რადგან დიდი ალბათობით, მაინც უარს მივიღებ;
ბ) ჩემს უახლოეს მეგობარს დავურეკო? – ალბათ, ეს თანხა ახლა მასაც არ ექნება;
გ) თანამშრომელს ვთხოვო? – ის ან მასესხებს ფულს, ან არა და მერე უხერხულად უნდა ვიგრძნო თავი;
დ) იქნებ სანტას დაველოდო, რომ ახალ წელს მაჩუქოს ჩემი ოცნების ნივთი? – არა, არა! მგონი, ფიქრი გამექცა.
მაშინ, როცა ვარიანტები თითქმის ამომეწურა, ერთ ინფორმაციას წავაწყდი და თქვენც გაგიზიარებთ, რა იცით, რაში გამოგადგეთ.
„ზუმერში” სასურველი ნივთების შეძენა თიბისი განაწილებით არის შესაძლებელი. თიბისი განაწილება მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სრულიად უპროცენტოდ შეიძინოს პროდუქტი და საფასური მომდევნო 4 თვის განმავლობაში დაფაროს ეფექტური 0%-ით.
მეტსაც გეტყვით – ბარათზე სრულებით რომ არ გქონდეთ თანხა, ნივთის ყიდვას მაინც შეძლებთ ერთი მარტივი პირობის დაკმაყოფილებით. ეს პირობაა განაწილების ლიმიტის დამტკიცება ბანკისგან. სხვათა შორის, ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია სხვა ქვეყნებში და გადახდის გონივრულ მეთოდად მიიჩნევა.
თიბისი და ზუმერი ის ბრენდებია, რომლებიც მომხმარებლისთვის ყოველთვის ცდილობენ საუკეთესო გამოცდილების შექმნას, ამიტომ 27-28 აპრილისთვის განსაკუთრებული შეთავაზება მოამზადეს. ამ დღეებში არა მარტო თიბისი განაწილებით შეგვეძლება შეძენა, არამედ დამატებითი შეთავაზებებით სარგებლობაც. აი, მაგალითად, თიბისი განაწილებით თუ შევიძენთ Dyson-ის ან სხვა თავის მოვლის ტექნიკას ზუმერში, ღირებულების გაყოფის გარდა, ღირებულების 30% უკან დაგვიბრუნდება. ეს ბრენდი სპეციალურადაა შერჩეული, მომხმარებლის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე.
ახლა კი სასიხარულო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სასურველი პროდუქტის ყიდვაც სურს და გარეთ გასვლაც ეზარება – თუ ონლაინშოპინგი გიზიდავს, თიბისი განაწილებით სარგებლობა ზუმერის ვებსაიტიდან შეძენის შემთხვევაშიც შეგიძლია.
ზუმერი ის ბრენდია, რომელიც ხელს უწყობს მომხმარებლის ტექნიკასთან დაახლოებას და სულსწრაფად ნერგავს ყველა იმ მომსახურებასა თუ შესაძლებლობას, რომლებიც ჩვენს გამოცდილებას დასამახსოვრებელს გახდის. თიბისი განაწილებით სარგებლობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება და შოპინგის მოყვარულებს შოპინგს კიდევ უფრო შეგვაყვარებს.
[R]