„მოირგე, რას ელოდები?“ – დღეს, გაზაფხულის მზიან დილას, ტექნიკის ბრენდი, Zoommer სოციალურ ქსელში, ამჯერად, ზემოხსენებული გზავნილით გამოჩნდა და ტრადიციულ, რიტორიკულ კითხვასთან ერთად, აუდიტორიაში სხვა ლოგიკური შეკითხვებიც გააჩინა:
„ზუმერი“ Fashion-ში გადავიდა? კამპანია „ზუმერისა“ და „ანუკის“ კოლაბორაციას ემსახურება? და შემდეგი ვინ იქნება, PRADA? Louis Vuitton?