in

ზუმერისა და მერი გიორგობიანის ფოტოპროექტი – „წამის მოტაცება” iPhone 15 Pro Max-ით

მობილური ფოტოგრაფიისა და ვიდეოგრაფიის განვითარებამ ადამიანები ფოტოგრაფებად და „კონტენტ კრეატორებად” აქცია – რამდენიმე კლიკი სმარტფონზე და Voilà, შედევრი მზადაა, ვირტუალური გალერეა დაჭერილი წამებით ივსება.

პროფესიონალურ აღჭურვილობასთან შედარებით სმარტფონი ხელმისაწვდომი და მსუბუქია, ნაკლებად თვალშისაცემიცაა და სიმყუდროვეს, ფოტოაპარატის მსხვილი ობიექტივის გამოჩენასთან შედარებით, არ არღვევს. მომენტების დაფიქსირებაში სმარტფონებმა პროფესიული ტექნიკა, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა.

მოწინავე კამერაფონებს შორის კი Apple-ს მოდელებს უკავიათ მნიშვნელოვანი როლი. დაბალანსებული ფერები, ხარისხიანი ლინზა, დამუშავების კომპლექსური ალგორითმები – iPhone-ს ბევრი ფოტოგრაფის რჩეულად აქცევს. ბრენდის ბოლო სერიის ყველაზე ძვირადღირებული მოდელი 48-პიქსელიანი მთავარი კამერით, გაუმჯობესებული ულტრაფართო ლინზითა და 5x ოპტიკური ზუმის მქონე ტელეფოტო ლინზითაა აღჭურვილი.

ზუმერმა მერი გიორგობიანთან ერთად სწორედ Apple-ს უკანასკნელი, ყველაზე მძლავრი მოდელის, iPhone 15 Pro Max-ის შესაძლებლობები გამოცადა – ქუჩები, ადამიანები, მომენტები და წამები შეაგროვა და ცოტა ხნის წინ ფოტოპროექტი „წამის მოტაცება” წარადგინა. პროექტისათვის iPhone-მა თბილისიდან ბერლინშიც იმოგზაურა.

მერი გიორგობიანი მე-4 წელია Innocean Berlin-ში არტ დირექტორის პოზიციაზე საქმიანობს. მის ანგარიშზეა Innocean Berlin-ის შემოქმედებით გუნდთან ერთად, Kia-ს ელექტრომობილის ფოტოგადაღებაც. მაშინ კორეელი დამკვეთი მერის iPhone-ით გადაღებული ფოტონამუშევრებით მოიხიბლა და პროექტის დაგეგმილი მოცულობის მიღმა, მისი ფოტოები კომერციული გამოყენებისთვის შეიძინა. Innocean Berlin-მდე იყო Holmes & Watson და მერის ჩართულობით შექმნილი ქართული პროექტები, მათ შორის მერისათვის გამორჩეული, თიბისი დაზღვევის კამპანია – „შეცდომები მოსულა”.

მერი გიორგობიანი:

მიხარია, რომ ეს კოლაბორაცია შედგა. ძალიან მომწონს კამპანიის იდეაილაპარაკო არა უშუალოდ პროდუქტზე, არამედ ამ პროდუქტით შექმნილ პროდუქტზე. ეს მიდგომა თავისთავად უფრო ადამიანურსა და გულახდილს ხდის კამპანიას.

დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახში პირველი ციფრული ფოტოკამერა შევიძინეთ და მაგ დღის მერე ალბათ დღე არ გასულა, ფოტო არ გადამეღოს. შთამაგონებს ადამიანები, ბუნებრივი და უბრალო მომენტები. სმარტფონთან ერთად ციფრული და ფირის კამერითაც ვიღებ, უბრალოდ ყოველდღიურად ბევრად მოსახერხებელია მომენტების სმარტფონით აღბეჭდვა. დიდი ხანია iPhone-ი მომხმარებელი ვარ. ბოლო წლებში მისი კამერა საკმაოდ დაიხვეწა და აბსოლუტურად მაკმაყოფილებს. სწორედ iPhone-ი გადავიღე Kia- ახალი ელექტრომობილის, EV9-ის ფოტოებიც.”

ზუმერის მარკეტინგის ხელმძღვანელი, თუთიკო მუჯირი:

სმარტფონების განვითარებამ ფოტოგრაფიით შეპყრობილ ადამიანებს საყვარელი პროცესი სულ სხვანაირი, ახლებური გამოცდილებით და ვნებით შეაგრძნობინა. რადგან ზუმერის ბრენდისთვის წარმოსახვის სწრაფი მანიფესტირება, მოვლენების მაქსიმალურად ბუნებრივად  და ავთენტურად გადმოცემა მნიშვნელოვანია, მერი გიორგობიანთან საერთო ფოტოპროექტზე მუშაობა საინტერესოსთან ერთად, შემოქმედებითად სასიამოვნო გამოვიდა”.

მერის iPhone 15 Pro Max-ით გადაღებული ნამუშევრები ზუმერის სოც. მედია არხებში ვირტუალურ გამოფენებად გაიშალა. ციფრული სამყაროს მიღმა კი, თბილისი მოლის ზუმერის ფილიალში რეალური გამოფენაც გაიმართა. ტექნიკური პარამეტრებისა და მანიშნებლებზე დატანილი მეგაპიქსელების გარდა, ზუმერი შეეცადა, ადამიანებისათვის სმარტფონის ფოტოგრაფიული შესაძლებლობების განხორციელება ეჩვენებინა – რა შეიძლება დაინახო და აღბეჭდო ფლაგმანით. შუქ-ჩრდილები, სიმეტრია, სენტიმენტები, პეიზაჟები, ფერები და სიმბოლოები მერის ნამუშევრებში ერთმანეთს ერევა და ენაცვლება.

ფოტო ზუმერის თბილისი მოლის ფილიალში მოწყობილი გამოფენიდან

ზუმერისა და მერის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიზანი მობილური ფოტოგრაფიით  აღბეჭდილი ადამიანური განზომილებების გადმოცემა იყო. ტელეფონით გადაღებული თქვენი შედევრები შეგიძლიათ ზუმერის სოც.ქსელებში გააზიაროთ, მერი გიორგობიანის ზუმერისთვის შექმნილი ყველა ნამუშევარი კი, ამ ბმულზე დაგხვდებათ. ბმულიდან ფოტოების გადმოტვირთვასაც შეძლებთ და სასურველის ეკრანზე დაყენებასაც.

[პარტნიორის კონტენტი]

IT აკადემია STEP – ემიგრანტებისთვის

აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი „თეგეტა ჰოლდინგის“ წარმომადგენლობას შეხვდა