ბოლო კვლევების თანახმად, მსოფლიო მასშტაბით, სამუშაო ადგილებზე მენეჯერულ პოზიციებზე ქალების რიცხვი თანდათან გაიზარდა, რაც გენდერული თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. თუმცა გარემოში არსებული რიგი პრობლემების აღმოსაფხვრელად, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.
სამუშაო ადგილებზე გენდერული ბალანსი, ხოლო მმართველ პოზიციებზე თანაბარი შესაძლებლობები ჯანსაღ სამუშაო გარემოს ქმნის, რაც სასიკეთოდ აისახება თანამშრომელთა პროდუქტიულობაზე, კეთილგანწყობასა და ბრენდისადმი ლოიალურობაზე. გარდა ამისა, თანაბარუფლებიანი, თანასწორი სამუშაო გარემო, რომელშიც პროფესიული ზრდა-განვითარება თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესისთვის, აუმჯობესებს კომპანიაში პრობლემების გადაჭრის, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის გზებსაც.
ზუმერი, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროსთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანია, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციულ კულტურას. თანასწორი, თანაბარუფლებიანი გარემო, რომელშიც ყველას ეძლევა პროფესიულად ზრდისა და განვითარების საშუალება, აქ უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს. საინტერესო ფაქტია, რომ ამჟამად ზუმერში თანამშრომლების გენდერული თანაფარდობა თითქმის თანაბარია (50.3% ქალი და 49.7% კაცი), ხოლო ტოპმენეჯმენტში ქალები 54.5%-თ არიან წარმოდგენილნი. ისინი ყოველდღიურად უწყობენ ხელს კომპანიის წარმატებასა და ჰარმონიული ეკოსისტემის განვითარებას თავისი პროფესიონალიზმით.
გაიცანით ზუმერის ლიდერი ქალები, რომლებსაც შეაქვთ საკუთარი წვლილი ზუმერის განვითარებაში და კორპორაციულ კულტურაში:
გვანცა ზერაგია
გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი

თათია თუთიკო მუჯირი
მარკეტინგისა და ბრენდის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ია გაბეხაძე
ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნინო კავსაძე
მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მარიკა მხეიძე
ბუღალტრული აღრიცხვის ხელმძღვანელი

ნინო ღაძაძე
კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

[პარტნიორის კონტენტი]











