in

„ქალი ყოველდღე აღსანიშნავია” – ზუმერის კამპანია რომელზეც სააგენტო „სუპერმარკეტმა” იმუშავა

ზუმერის CMO და ბრენდის ხელმძღვანელი თათია თუთიკო მუჯირი:

2025 წელს ზუმერის ბრენდის ცხოვრებაში ჩემთვის გამორჩეულად ძვირფასი პროექტით  პირველად შევეხეთ გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვან საკითხებს. 

კამპანია, პროვოკაციული განცხადებით – „ქალების გაძლიერებას არ ვეთანხმებით” ქალთა დღეს, 8 მარტს დავიწყეთ და ჩვენს პარტნიორ სააგენტოსთან – „სუპერმარკეტთან” ერთად ხაზი გავუსვით გარემოს დღემდე თანმხლებ პარადოქსებს და სისუსტეებს.

შედეგად, მთავარი სათქმელის ღირებულებამ – „ყველა ქალი აღსანიშნავია” თანასწრობისგან დაცლილ გარემოზე დაფიქრება და ემოციური დისკუსიები გააჩინა საზოგადოებაში. 

ბრენდის ამ ახალ, ადამიანისთვის დამახასიათებელი ღირებულებით სავსე ხასიათს გასული წლის სექტემბერში Ad ABlack Sea-ს ფესტივალზე საერთაშორისო აღიარება და კატეგორიაში – Creative Effort in Gender Equality – გამარჯვება მოჰყვა. ასევე აღსანიშნავია, რომ გავხდით UN Women-ის გენდერული თანასწორობის პრინციპების ხელმომწერები და მხარდამჭერები.
მოვლენების ამგვარი განვითარება მთავარი მიზნის სწორი და საჭირო რაკურსით წარმოჩენის ერთგვარი დადასტურება იყო ჩვენთვის.

რადგან თანასწორი გარემოს შექმნის ინიციატივა ერთჯერადი საკომუნიკაციო გზავნილი არასდროს ყოფილა ჩვენთვის 2026 წლის ამოცანაც წინა წლის სათქმელის პლატფორმად ქცევა და მისი გაგრძელება იყო – მხოლოდ ერთი განსხვავებით: თარიღის გამოცხადებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი 8 მარტი, რომელსაც ქალების „პერფორმატიული მხარდაჭერა” და მათი ყბადაღებულ მისალოც ადრესატებად ქცევა ახასიათებს პრობლემატური პრიზმიდან გაგვეშიფრა, რაზეც წელსაც შთამბეჭდავი და ღრმა კრეატიული გადაწყვეტილება მივიღეთ სააგენტო „სუპერმარკეტისგან”. ამის მთავარი დამმოწმებელი კი ამ თემის ირგვლივ  განვითარებული დისკუსიებია ხალხში. ამ ყველაფერს უფრო მეტი ვალდებულებით თუ კომპლექსური ერთობლივი ქმედებებით ხელშესახებ შედეგებში თარგმნა სჭირდება, რათა ერთად გავაძლიეროთ გარემო, რომელშიც ყოველგვარი სპეციალური თარიღების გარეშე, ქალი ყოველდღე თავისთავად აღსანიშნავი იქნება. 

სააგენტო „სუპერმარკეტის” შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი

ჩვენს გუნდსა და კომპანიას საერთო მიზანი გვქონდა, შეგვექმნა კამპანია, რომელიც იქნებოდა გულწრფელი, მნიშვნელოვანი და საზოგადოებისათვის დამაფიქრებელი.

ბრიფიც, როგორც წინა წელს, ახლაც ძალიან მკაფიო იყო – გავაძლიეროთ გარემო, მივცეთ 8 მარტის თემას უფრო ფართო სოციალური მნიშვნელობა და არ დავტოვოთ ის მხოლოდ ტრადიციული მილოცვის ფორმატში.
ამ კამპანიით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ქალის დაფასება ერთ დღეში არ უნდა ეტეოდეს. ქალები სხვადასხვა გარემოში – სამსახურში, საზოგადოებაში თუ ოჯახში – ჯერ კიდევ უამრავ გამოწვევას აწყდებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე საუბარი და მოქმედება მხოლოდ კალენდარში მონიშნულ ერთ თარიღს არ უკავშირდებოდეს, რომელიც დანარჩენი 364 დღის სიჩუმის ფონზე აღინიშნება.

ამ დაკვირვებამ გაგვიჩინა მთავარი კითხვა:
პრობლემა ხომ არაა გარემო, რომელსაც ქალების აღსანიშნავად კალენდარში შემოხაზული დღე სჭირდება?

ჩვენი გზავნილიც სწორედ აქედან მოდის: ქალის დაფასება არ უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს 8 მარტით. ქალი აღსანიშნავია დღესაც, ხვალაც, ზეგაც – და წლის ყოველ მომდევნო დღეს.

8 მარტს ხშირად დავინახავთ ქალბატონებს, რომლებსაც უჭირავთ დიდი თაიგულები, დათუნიები, სასაჩუქრე შეფუთვები – რაც მათ გამოსახულებას გვიფარავს ხოლმე. მეორე მხრივ, ჩვენი დაკვირვებით, ეს ერთი დღეს თავისი ატრიბუტებით გამოიყენება, რომ ყველა სხვა დღის პრობლემა გადაიფაროს – სახის გადაფარვა გახდა მთავარი ვიზუალური გადაწყვეტა. 

ეს კამპანია არ არის მილოცვა – ის არის შეხსენება, რომ ქალების დაფასება უნდა იგრძნობოდეს ყოველდღიურ ურთიერთობებში, სამუშაო გარემოში, ოჯახში – ყოველდღე, ყველგან. 

ჩვენი მთავარი მიზანი იყო კამპანიას ჰქონოდა ღირებულება, მნიშვნელობა და სიღრმე. გვიხარია, რომ კამპანიის გამოქვეყნების შემდეგ მაყურებლებში გაჩნდა განსხვავებული მოსაზრებები და დისკუსია. ის რაც დაგვაფიქრებს, გვაკამათებს, სხვანიარად შეგვახედებს და არსებულ პრობლემებზე თვალს არ დახუჭავს.

გვჯერა, რომ მსგავსი საუბრები და დისკუსიები შეიძლება გახდეს პირველი ნაბიჯი რეალური ინიციატივებისკენ, რომელმაც შესაძლოა შექმნას გარემო, სადაც ქალი ნამდვილად ყოველდღე აღსანიშნავი იქნება და არა მხოლოდ კალენდარში მონიშნულ ერთ დღეს.

ქალის აღნიშვნა 8 მარტით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, ქალი ყოველდღე აღსანიშნავია

როცა ერთი დღე ყვავილებია, 364 დღე დუმილი არ უნდა იყო

როცა ერთი დღე კომპლიმენტია, ყველა სხვა დღე ბრძოლა არ უნდა იყოს

[პარტნიორის კონტენტი]

აპლიკაცია, რომლითაც მზის შუქს იყიდი – ამერიკული სტარტაპის გიჟური იდეა

როგორ იქცა Marketer.ge-ის ისტორიებით შთაგონებული მკითხველი ევროპული ტექ-გიგანტების მარკეტერად