in

Zoooooooooooom — კომპანიის „ახალ სახელს“ ცნობილი კომენტატორი ახმოვანებს

ახალ ვიდეორგოლში პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Zoom თავის ზრდას აღნიშნავს  ვიდეო კონფერენციის სერვისიდან მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმამდე. სიმბოლურად, ამ მასშტაბურობას ფეხბურთის საკულტო კომენტატორი, ანდრეს კანტორი მიგვანიშნებს და სიტყვა „გოლის“ ინტონაციას ბრენდის სახელს არგებს: Zoooooooooooom.

რეკლამა, სახელწოდებით More than Zoom კომპანიის უამრავ პროდუქტზე გვაწვდის ინფორმაციას — მათ შორისაა Zoom Scheduler, Whiteboard და Team Chat. სიუჟეტის დასაწყისში მაყურებელს ისეთი წარმოდგენა ექმნება, თითქოს ამიერიდან Zoooooooooooom-ის გამოთქმა მოგვიწევს… თუმცა კომპანიის წარმომადგენელი აზრს ბოლო მომენტში იცვლის, ვინაიდან კანტორის საოცარი შესაძლებლობების გარეშე, ვერავინ შეძლებს ამ სახელის სრულფასოვნად წარმოთქმას.

80-იანი წლების კომპიუტერში დახატული ილუსტრაციები $1.65 მილიონად იყიდება

NASA ხმის სიჩქარეზე 4-ჯერ სწრაფი თვითმფრინავის შექმნას გეგმავს