სულ რამდენიმე საათის წინ, კომპანია Zoox– მა, Amazon– ის შვილობილმა კომპანიამ, აუდიტორიას საკუთარი ე.წ. „რობოტაქსის“ პირველი ფოტომასალა გაუზიარა. ჯეფ ბეზოსის კომპანიის პირველი ავტონომიური ელექტრომობილი 6 წლის განმავლობაში იხვეწებოდა.
კომპანიის მიზნებში ამ მოდელით კონკურენციის გაწევაა Uber-ისა და DiDi-თვის.
3.63 მეტრის სიგრძის თვითმართვად მანქანას ხელოვნური ინტელექტი მართავს და მანევრირება კომპაქტურ სივრცეებში შეუძლია. რობოტაქსი გამორჩეულია იმითაც, რომ ორმხრივია, ანუ წინ და უკან სიარულს მობრუნების გარეშე ახერხებს.
This is Zoox: the future of personal transportation. Fully autonomous. All-electric. And designed from the ground up for riders, not drivers. #ThisIsZoox pic.twitter.com/YL6peNZUue
— Zoox (@zoox) December 14, 2020
Zoox–ის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღწევს ორივე მიმართულებით და 16 საათის განმავლობაში, შეუფერხებლად მუშაობს. ის იყენებს 133 კვტ / სთ ბატარეებს, უფრო დიდს, ვიდრე, ამჟამად, ტესლა, რომლის Model S მანქანებს 85 კვტ / სთ ელემენტი აქვს.
რობოტაქსი აღჭურვილია უსაფრთხოების 100 – ზე მეტი ინოვაციით, მაგალითად, კამერის სისტემით, რომელსაც 270 °-იანი მხედველობის ველი აქვს თითოეულ კუთხეში და რომელსაც 150 მეტრის მანძილზე შეუძლია ინფორმაციის გადამუშავება. ეს საშუალებას აძლევს, მის გარშემო, ყველა ობიექტი აღიქვას და უბედური, გაუთვალისწინებელი შემთხვევების საფრთხე შეამციროს.
„ავტომობილზე მუშაობამ შესაძლებლობა მოგვცა, მგზავრების უსაფრთხოებაზე, მაქსიმალურად, გვეზრუნა”, – ამბობს ჯესი ლევინსონი, ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი და Zoox- ის თანადამფუძნებელი. „ჩვენმა მანქანამ გაიარა ძირითადი FMVSS (ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების სტანდარტების) ტესტები და ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების ძიებას, რომ ჩვენი მგზავრებისა თუ სხვების უსაფრთხოება სრულიად უზრუნველვყოთ“.
„ამაზონის“ სმარტ მანქანას ოთხი სამგზავრო ადგილი აქვს, თითოეული აღჭურვილია მობილური მოწყობილობის დამტენითა და ჭიქის დამჭერით. ყველა დასაჯდომს, ასევე, აქვს სენსორული ეკრანი მუსიკისა და კონდიციონერის კონტროლი, ასევე, გადაადგილების მარშრუტის თვალისდევნებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ავტომობილს „ვარსკვლავური ცის“ დაყენების ფუნქციაც აქვს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ Zoox კერძო მოხმარებისთვის არ გაიყიდება.
Zoox დაარსდა 2014 წელს და მას შემდეგ, კომპანია ავტონომიური მანქანების აწყობაზე ზრუნავს.
Zoox-ის რობოტაქსის ქუჩაში მოხვედრის ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. კომპანია, ამჟამად, თვითმართვადი ელექტრომობილების ტესტირების პროცესშია სან – ფრანცისკოსა და ფოსტერ სიტიში, კალიფორნიაში, ასევე ლას – ვეგასში, ნევადაში.