in

“ჩვენთვის ზრუნვა მნიშვნელოვანია” – “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” ვიდეორგოლი

ზრუნვა ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხშირად, ის წვრილმან დეტალებშიც ვლინდება. “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” ვიდეორგოლიც ყურადღებას ამ ფასეულობაზე ამახვილებს. კამპანიაზე სააგენტომ FollowFox იმუშავა.

 

“ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ  სწორედ ამ ურთიერთობის სიზუსტე და დახვეწილობა ქმნის მაღალპროფესიონალურ გარემოს და იმ სერვისს, რომელსაც “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში” იღებს. სწორედ ესეა ჩვენს ყოველდღიურობაშიც. როდესაც ვზრუნავთ, მაშინ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, ვისაც შენთვის ძვირფასს მიანდობ. ამიტომ ირჩევ სანდო და ერთგულ პარტნიორს. რგოლით, ასევე, გვინდოდა მადლობა გვეთქვა როგორც მომხმარებელისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის, რომლებმაც შექმნეს ეს ურთიერთობა და ასეთ წარმატებას მიაღწიეს” – აცხადებენ “ტოიოტა ცენტრ თეგეტაში”.

სააგენტო: FollowFox

კრეატიული გუნდი: გუკი ასათიანი, ნიკოლოზ გიგაური, გიორგი კვირკველია, გიორგი წილოსანი, ლუკა გაგლოშვილი

პროდიუსერი: ლუკა გაგლოშვილი

რეჟისორი: გუკი ასათიანი

ოპერატორი: ირაკლი ახალკაცი

ექაუნთ მენეჯერი: ნიკოლოზ გიგაური

მხატვარი/კოსტუმები: დათო რცხილაძე

[R]

ხელოვნებისა და მათემატიკის სინთეზით შექმნილი 3D ნამუშევრები

ჩინეთში ქართული ზეითუნის ზეთი, ვისკი და ჩაი გავა