ამჟამად, იმ ადამიანებზე გვინდა გესაუბროთ, ვისაც თითქმის ყოველდღიურად ხვდებით აფთიაქებში, ეს ადამიანები ყოველდღიურად ასობით მომხმარებლის ჯანმრთელობასა და მათ კარგ განწყობაზე ზრუნავენ, განსხვავებულად ეკიდებიან თითოეული მათგანის საჭიროებას და მათთვის სასურველი პროდუქციის არჩევაში გულდასმით ეხმარებიან, დღეს ფარმაცევტებზე გიამბობთ. მათ კარგად ესმით, რამხელა პასუხისმგებლობაა თითოეული ადამიანის მომსახურება და რამდენად მნიშვნელოვანია მათთან გულითადი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა რომ ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა ასე განსხვავებულია, მათ ერთ რამ აერთიანებთ – ზრუნვა ადამიანებზე.
25 სექტემბერს მსოფლიო ფარმაცევტის დღეს აღნიშნავს. ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ზრუნვის მნიშვნელობას იაზრებენ, „ფარმადეპომ“ ვიდეორგოლი მიუძღვნა და გვიამბო, როგორ ხედავენ ფარმაცევტები თავიანთ საქმეს, ნახეთ ვიდეორგოლი და შეაფასეთ.