ჩინური სმარტფონების მწარმოებელმა ბრენდმა “ZTE”-მ ახალი ლოგო წარმოადგინა. ლოგოს შეცვლა ბრენდის ფილოსოფიის შეცვლასთან დაკავშირებით მოხდა.
ამიერიდან ბრენდი სამ სიტყვას გააერთიანებს “მაგარი-მწვანე-ღია” (მაგარი – ინოვაციებისკენ წინსვლა, მწვანე – ეკოლოგიური პროდუქტი, ღია – თანამშრომლობისთვის მზადყოფნა).
განახლება შეეხო სლოგანსაც. ამჟამად “ZTE”-ს სლოგანი ასე ჟღერს “ხვალინდელი დღე არ დაგელოდება”. რებრენდინგის საფუძველზე კომპანია ცდილობს მომხმარებლის ყურადღება დინამიურობით მიიპყროს, რაზეც მათი ახალი სლოგანი მეტყველებს.