25
Apr
2019

მარკ ზაკერბერგს უკვე საკუთარი პოდკასტი – „ტექნოლოგიები და საზოგადოება“ აქვს

25 Apr 2019

იანვარში მარკ ზაკერბერგმა ბლოგი გამოაქვეყნა, სადაც სკანდალებით სავსე წლის შემდეგ, შესაძლო გეგმებზე საუბრობდა. ის გამოხატავდა სურვილს, საჯაროდ ესაუბრა ტექნოლოგიების როლზე საზოგადოების განვითარებაში, თუმცა, უცნობი იყო, ზუსტად რა ფორმით აპირებდა საუბარს Facebook-ის დამფუძნებელი. გუშინ, ფეისბუკის ტვიტერის ექაუნთზე გამოქვეყნდა პოდკასტი სახელწოდებით „ტექნოლოგიები და საზოგადოება მარკ ზაკერბერგთან ერთად“, შესაბამისად, ცხადი გახდა, თუ რა გზა აირჩია ზაკერბერგმა ფართო საზოგადოებასთან სასაუბროდ. გამოქვეყნებულ მასალაში პოდკასტის პირველი ორი გამოშვება იყო. პირველში ზაკერბერგი გამომცელმლობა Axel Springer-ის დირექტორ – მათიას დოფნერთან ერთად საუბრობდა ჟურნალისტიკაზე სოციალური მედიის გავლენაზე. მეორეში კი ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ – ჯონათან ზითრაინთან ერთად ტექნოლოგიური კომპანიების საქმიანობის იურიდიულ ასპექტებს განიხილავდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა სიხშირით განახლდება პოდკასტები, ან რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ისინი ნებისმიერი ადამიანისთვის. ამ ეტაპზე, პირველი 2 გამოშვება Spotify-ზეა ხელმისაწვდომი, თუმცა, SoundCloud-სა და iOS Podcasts-ზე ამ გამოშვებებს ვერ იპოვით.

განხილვა