სახლში, რომელიც მარკ ცუკერბერგმა 2004 წელს იქირავა, ახლა ქართველი სტუდენტი შალვა დაუშვილი ცხოვრობს. სამხრეთ კალიფორნიაში, პალო ალტოში მდებარე, 5 საძინებლიან სახლში Facebook-ის დამფუძნებელი, პარტნიორებთან ერთად, ზაფხულში გადავიდა. 2010 წელს აქ ფილმი „სოციალური ქსელი“ გადაიღეს. შემდედ ის ანტრეპრენუარების მექად აღიარეს და დღეს, ფაქტობრივად, სამოთხეა დამწყები მეწარმეებისა თუ ბიზნეს სკოლის მოსწავლეებისთვის. წლიდან წლამდე სახლს სტენფორდის ბიზნეს სკოლის სტუდენტები ქირაობენ, მათ შორისაა შალვა დაუშვილი.

შალვა დაუშვილი ერთ-ერთია იმ სტუდენტებს შორის, ვინც ახლა „Facebook-ის სახლში“ ცხოვრობს:
„არც დამითვალიერებია, როცა გავიგე, რომ ის ცნობილი სახლი იყო, მაშინვე გადავწყვიტე აქ გადმოსვლა“.
სახლი პალო ალტოს მშვიდ, გამწვანებულ უბანში მდებარეობს და არანაირი კვალი არ არის შემორჩენილი, რომ ოდესღაც ამ სახლში, ფაქტობრიოვად, თანამედროვე სამყაროს ისტორია „იწერებოდა“. „აქ ცხოვრობდა მარკ ცუკერბერგი“ – ასეთ წარწერასაც კი ვერსად ნახავთ.
შალვა დაუშვილი ამბობს, რომ ცუკერბეგრის ცხოვრების შემდეგ, აქ რემონტიც კი არ გაუკეთებიათ და სახლი ისევ ისე გამოიყურება.
ეს სახლის უკანა ეზოა, სადაც მარკ ცუკერბერგმა და მისმა კომპანიონებმა „ზიპლაინის“ მოწყობა გადაწყვიტეს, რასაც საბოლოოდ ბუხრის მილი შეეწირა. მას შემდეგ მეპატრონემ სახლში ასეთი გართობა აკრძალა.
„მარკეტერი“ უკვე ესაუბრა შალვა დაუშვილს და მალე მასთან ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.
სტატია მომზადებულია გამოცემა Businessinsider-ის მასალის მიხედვით.