27
Aug
2019

პირველი გაჯეტი მსოფლიოში, რომელიც კი არ გაღვიძებს, ძილის შებრუნების საშუალებას გაძლევს

27 Aug 2019

veon
veon


ზაკლაითი“ ძილის ყუთია, რომელიც სხვადასხვა ფერად სხივებს და ინფორმაციას გაწვდით, ადგომის დროა, თუ არა. იდეა მარკ ზაკერბერგს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მისი ცოლი, როგორც ახალბედა დედა, სტრესის გარეშე ძილს ვეღარ ახერხებდა. მარკს სურდა, რომ ცოლისთვის – პრისცილა ჩანისთვის რაღაც გაეკეთებინა მშვიდი ძილის აღსადგენად.

ასე შეიქმნა ZuckLight-ის პირველი მოდელი, რომელსაც დედებისთვის საშუალება უნდა მიეცა, ტელეფონის ეკრანზე დახედვის გარეშე, გაეგოთ, უკვე ბავშვის გაღვიძების დრო იყო, თუ ხელახლა უნდა დაეძინებინათ ის.

მარკ ზაკერბერგის თანხმობით, მალევე, გრეგ ჰოვანიზიანმა პროდუქტის შემდეგი პროტოტიპი შექმნა და აღმოჩნდა, რომ ის არამხოლოდ დედების სურვილებს დააკმაყოფილებდა.

„ზაკლაითისთვის“ ფერებისა და ნათების სიმძლავრის შეცვლა აპლიკაციიდანაა შესაძლებელი. ასევე, ზუსტი დროის დაყენებაც. მაგალითად, თუ მიუთითებთ, რომ დილის 6-ზე ის მწვანედ ანათებდეს და ნელ-ნელა, 7 საათისთვის, წითლით უნდა შეიცვალოს, თვალის გახელისთანავე მიხვდებით, ძილის შებრუნების საშუალება გაქვთ, თუ ადგომის დროა.

„ზაკლაითს“ სხვა მახასიათებლებიც აქვს: ზოგიერთ მოდელზე შესაძლებელია უსადენო მოწყობილობების დატენვა, სხვებს კი – გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სენსორები აქვს, რომლითაც სივრცეში კარბონ დიოქსიდის დონეს, ანუ ჰაერში ნახშიროჟანგის კონცენტრაციას ზომავს და ასევე, ტემპერატურასაც.

პროდუქტის ფასი, ამჟამად, $60-დან $450-მდე მერყეობს. თუმცა, უფრო დაბალ ფასად მისი შეძენა KickStarter-სა და IndieGogo-ზეა შესაძლებელი.

განხილვა