ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი კონკურსი უკვე დასრულდა. გამარჯვებული ნამუშევრის ავტორი ცოტნე ბურდულია. ვიზუალზე დატანილია ბაღის დაარსების თარიღი – 1840 წელი, ენდემური ჯიშის მცენარე და დადიანების სასახლე. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, შერჩეული ლოგოტიპი საკონკურსო პირობებს პასუხობს.
ცოტნე ბურდული არქიტექტურის ფაკულტეტის მე-4 კურსზე, დიზანის მიმართულებით სწავლობს.
„ეს პირველი კონკურსი იყო, რომელშიც მონაწილეობა მივიღე. ვეცადე, ყველანაირად გამეთვალისწინებინა მოცემული პირობები. კონკურსში ბევრად გამოცდილი დიზაინერებიც მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, ჩემმა ნამუშევარმა გაიმარჯვა“.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევად, კონკურსი, 2020 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. მონაწილეობის მსურველებმა, ნამუშევრები, 10 მარტის ჩათვლით წარადგინეს. კონკურსის ორგანიზატორებმა, სულ, 70-მდე განაცხადი მიიღეს. პირველ ეტაპზე 12 ნამუშევარი შეარჩიეს. საბოლოო გამარჯვებული 27 მარტს უნდა გამოევლინათ, თუმცა, პანდემიის გამო ფინალი გადაიდო. სპეციალურმა ჟიურიმ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგო დღეს, 13 მაისს შეარჩია.











