ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესაქმნელად კონკურსი გამოცხადდა. მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს შეუძლია.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/167230140588374/videos/167230267255028/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
კონკურსის ძირითადი პირობები ასეთია:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბოტანიკური ბაღის ლოგო უნდა იყოს პოზიტიური, მარტივი და ადვილად აღქმადი. არ უნდა იწვევდეს მცდარ ასოციაციებს
- არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი
უნდა შეესაბამებოდეს ბოტანიკური ბაღის საქმიანობის სფეროს - აუცილებელია, ფიგურირებდეს ენდემური სახეობის მცენარე ან მცენარის შემადგენელი ნაწილი (მაგალითად კოლხური ბზა, ძელქვა თუ სხვა
- აუცილებელია, ფიგურირებდეს დადიანების საგვარეულოს მაიდენტიფიცირებელი შენობის კონტურ(ებ)ი, ორნამენტ(ებ)ი, აბრევიატურები ან სხვა დეტალ(ებ)ი, რომელიც დაკავშირებული იქნება დადიანების საგვარეულოსთან
- აუცილებელია, დატანილი იყოს დადიანების საგვარეულო ბაღის – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დაარსების თარიღი – 1840 წელი
- გაფართოებულ ლოგოზე აუცილებელია, ორენოვანი (ქართული, ინგლისური) წარწერა „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი“
ტექნიკური პირობები და სხვა დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ფბ გვერდზე.
მონაწილეებმა, საკონკურსო ნამუშევრები, 10 მარტამდე უნდა გააგზავნონ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის შექმნილ ლოგოებს საჯარო მოხელეები, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეაფასებენ. ჟიური, გამარჯვებულს, 2020 წლის 20 მარტს დაასახელებს.