ზაფხულის ამ ცხელ დღეებში უამრავი აბიტურიენტი „არეფრეშებდა“ naec.ge-ს , გამოცდის ქულებს ამოწმებდა და შრომის შედეგს ფეისბუქზეც ამზეურებდა. საგამოცდო ციებ-ცხელებას ბევრი შფოთვაც ახლდა თან. სწორედ ამიტომ, ხმამაღალი კომუნიკაციით განთქმულმა ზუმერმა, გადაწყვიტა მოზარდებისთვის მძიმე პერიოდი შეემსუბუქებინა და სწავლის კენწეროც გაეტკბო.
ხანდახან, არც ისე იოლია თქვა – „სად ხედავ თავს 5 წელიწადში“ და თუ, დღეს, ზუსტად არ იცი „რა უნდა გამოხვიდე“, ZTC საშენო ადგილია. რაც არ უნდა გადაწყვიტო, ზუმერის ჩაგონებით – ყველა ვერსია სწორია.
ახალი კამპანიის ფარგლებში, ზუმერის ტექნოლოგიური კოლეჯი – ZTC დაარსდა, რომელიც სინამდვილეში, სულაც არ არის კოლეჯი. წარმოსახვითი კოლეჯი ციფრულ სივრცეებს – www.ztc.ge-სა და ფეისბუქ ჯგუფს აერთიანებს. ვებგვერდსა და ჯგუფში პროფესიის და სამომავლო საქმის მაძიებელი სტუდენტები შეძლებენ თანამედროვე პროფესიებს და მათი შესწავლის არატრადიციულ მეთოდებს გაეცნონ.
ZTC თავს უყრის ადამიანებს, რომელთაც საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, ბევრი აქვთ სათქმელი. ისინი სწავლის საკუთარ მეთოდებს აზიარებენ – ხერხებს, რომელიც ღონეს ყოველთვის აჯობებს.
ზუმერის გამოგონილ კოლეჯში მოსახვედრად ZTC.GE-ზე შესვლაც საკმარისია, „დაკლიკეთ და ჩაიფიქრეთ!“
აქვე, უცვლელად გთავაზობთ ინტერვიუს AI-სთან, რომელსაც ქართული გრამატიკის ცოდნა ნამდვილად არ მოეკითხება, მაგრამ სწავლის შესახებ, თურმე იმავე აზრზეა, რაზეც ზუმერი.
M: რა არააკადემიური შესაძლებლობები არსებობს, დღეს, სწავლისთვის?
დღეს, სწავლის სხვადასხვა არააკადემიური შესაძლებლობები არსებობს:
ონლაინ კურსები: პლატფორმები, როგორიცაა Udemy, Skillshare და MasterClass გთავაზობთ პრაქტიკული უნარების კურსებს, როგორიცაა კულინარია, ფოტოგრაფია, წერა და სხვა.
პოდკასტები და ვებინარები: პოდკასტებისა და ვებინარების საშუალებით, შეგიძლია ისწავლო ექსპერტებისგან, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა თემას, მათ შორის, მეწარმეობას, თვითგანვითარებას, მეცნიერებასა და მიმდინარე მოვლენებს.
ვირტუალური სემინარები და ღონისძიებები: ონლაინ სემინარები და ღონისძიებები, რომლებსაც ინდუსტრიის პროფესიონალები ატარებენ, გთავაზობთ ინტერაქციული სწავლის გამოცდილებას სახლის კომფორტიდან.
M: რას ეტყოდი ახალგაზრდებს, რომლებიც თავს დაკარგულად გრძნობენ და არ იციან, რომელი პროფესია აირჩიონ?
ახალგაზრდებს, რომლებიც თავს დაკარგულად გრძნობენ თავიანთი კარიერის არჩევანში, გახსოვდეთ, რომ არაუშავს, თუ უკვე არ გაქვთ ყველაფერზე პასუხი. დაუთმეთ დრო თქვენი ინტერესების, ჰობებისა და მისწრაფებების შესწავლას. მოიძიეთ მენტორები, კარიერული მრჩევლები ან პროფესიონალები იმ სფეროებში, რომლებიც დაგაინტერესებთ. ისარგებლეთ სტაჟირების, მოხალისეობისა და უნარების გამომუშავების შესაძლებლობებით, რაც დაგეხმარებათ თქვენი გზის აღმოჩენაში. ეს არის საკუთარი თავის აღმოჩენის მოგზაურობა და ნორმალურია სხვადასხვა ვერსიების შესწავლა, სანამ იპოვი შენთვის შესაფერისს.
ზუმერის ახალი პროექტი კარგი შანსია, მოისმინო წარმატებული პროფესიონალების ამბავი – უმაღლესი სასწავლებლების გავლით მოახერხეს სპეციალიზაცია თუ დამოუკიდებლად? რა სირთულეებს წააწყდნენ და რას ხვდებიან ახლა, როცა განვლილ წლებს რეალიზებულობის პრიზმიდან უყურებენ.
ხეზე ასვლის თამაშ-თამაშით სასწავლად – www.ztc.ge შენს განკარგულებაშია.
[პარტნიორის კონტენტი]