in

ზუმერისა და სამსუნგის ერთობლივი კამპანიის ახალი ვიდეო რგოლები ! [EXCLUSIVE]

eto merebashviliყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ისეთი მომენტი, როცა ჩვენს ახალ შეძენილ ტელეფონს შვილი ან ოჯახის სხვა პატარა წევრი გვთხოვს და უარს ვერ ვეუბნებით, შემდეგ კი ვნერვიულობთ რომ არ დაუვარდეთ, არ გატეხონ.

BOG

ყველა ვყოფილვართ და მომავალშიც ვიქნებით ამ სიტუაციაში, ეს ინსაითი იქნა “დაჭერილი” ზუმერისა და სამსუნგის ახალ კამპანიაში, რომელიც მათ ურთიერთთანამშრომლობის აღსანიშნავად ერთობლივად წამოიწყეს.

ახალ რგოლთან დაკავშირებით მარკეტერი “ზუმერის” მარკეტინგის ხელმძღვანელს ეთო მერებაშვილს ესაუბრა:

M: როგორ გაჩნდა ახალი რგოლის შექმნის იდეა ?

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სარეკლამო კამპანიისთვის სამზადისი დავიწყეთ, გადაწყვეტილი გვქონდა end user-ზე მორგებული აქციის შეთავაზება, პროდუქტზეც ჩამოვყალიბდით, რომ ყოფილიყო ერთ წლიანი დაზღვევა საჩუქრად. სარეკლამო კლიპის გადასაღებად ბრიფი მივაწოდეთ კრეატიულ სააგენტო “რედბერის” რომელმაც კამპანიის ასეთი საინტერესო გადაწყვეტა შემოგვთავაზა. უფროსები ყოველთვის ვნერვიულობთ იმ დროს, როდესაც ჩვენი საყვარელი სმარტფონებით ასევე ჩვენი საყვარელი ბავშვები თამაშობენ და ხშირ შემთხვევაში უდიერად ეპყრობიან. კლიპში რამდენიმე ასეთი სცენაა ნაჩვენები, ჩვენთან შეძენილი სამსუნგის შემთხვევაში კი მომხმარებელს შეუძლია მშვიდად იყოს.

M: როგორია შეთავაზების პირობები ?

კამპანიის ფარგლებში ის მომხმარებელი რომელიც ზუმერის ქსელში შეიძენს სამსუნგის სმარტფონს, საჩუქრად მიიღებს ტელეფონის ერთ წლიან დაზღვევას. მომხმარებელს ზუმერში შეუძლია, შეიძინოს სამსუნგის სმარტფონების სრული ხაზი, მათ შორის ისეთი ფლაგმანი მოდელები, როგორებიცაა: Samsung Galaxy S6, Samsung Galaxy S6 edge, Samsung Galaxy S6 edge plus, Samsung Galaxy Note 5.

M: ვინ იმუშავა ვიდეო რგოლზე ?

ვიდეო რგოლის კრეატივზე იმუშავა სარეკლამო “სააგენტო” რედბერიმ, ხოლო ფროდაქშენზე სარეკლამო კომპანია “მეტრომ”. კლიპის რეჟისორი დავით ბორჩხაძე.

შეავსეთ გამოტოვებული წუთები – “Holiday Inn”-ის სენტიმენტალური რეკლამა.

ფინკა ბანკი საქართველო პერსონალურ საბანკო მომსახურებას ნერგავს