in ,

„ახტა გოჭი, დახტა გოჭი“ და „ზუმერის“ სკანდალური თოქ-შოუ

საქართველოში საახალწლო საჩუქრის ბოლო წამს ყიდვის ტენდენცია შეინიშნება, შედეგად კი გვაქვს საცობები და რიგები სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში. ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა „ზუმერმა“ პრობლემის გადაჭრა თოქ-შოუს გზით სცადა და საზოგადოების სხვადასხვა მხარე – უფროსები და უმცროსები ერთმანეთის პირისპირ დასხა. რაც შემდეგ, ვიდეორგოლში მოხდა ნამდვილად გაგაოცებთ, თუმცა, გაშარჟებული საზოგადოებრივი კონფლიქტის, მისი მიზეზების, ესკალაციის სიმარტივისა და აგრესიის მიღმა, „ზუმერი“ მართლა გვთავაზობს პრობლემის გადაჭრას. მაღაზიათა ქსელში უკვე „საახალწლო ფასებია“, შესაბამისად, შეგვიძლია ახალ წლამდე ერთი თვით ადრეც დავიჭიროთ თადარიგი და შევიძინოთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის. რეკლამის კონცეფცია კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონს ეკუთვნის, თავად ვიდეო კი Metro Production-თან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა.

BOG
BOG

[fbvideo link=”https://www.facebook.com/zoommerge/videos/199044997671475/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

საახალწლო ფასდაკლებებისა და სხვადასხვა შეთავაზების მოლოდინში, მომხმარებელი დეკემბრის ბოლოს ელოდება და საჩუქრებს ბოლო წამს ყიდულობს. ამ დროს კი ზუმერში საახალწლო ფასები ნოემბერშივე დაიწყო და გვინდოდა ეს მესიჯი მომხმარებლამდე მაქსიმალურად მარტივად და მხიარულად მიგვეტანა. საკითხის გადაწყვეტა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ „ლივინგსტონს“ ვთხოვეთ. იდეა, რა თქმა უნდა, თამამი და პროვოკაციულია. თუმცა, ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ბაზარზე ზუმერული ფასების სტანდარტების დამკვიდრების გარდა, სარეკლამო ინდუსტრიაში თამამი სიტყვაც ვთქვათ. „ზუმერი“ ცხრა წელია არსებობს ციფრული ტექნიკის ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში ახალგაზრდულ, მეგობრულ, თანამედროვე ბრენდად სწორედ ამ ტიპის კამპანიების საშუალებით ჩამოყალიბდა“, – აცხადებს „ზუმერის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეთო მერებაშვილი.

„ბოლო პერიოდია ქვეყანაში დაძაბული ფონია, რაც ყველაზე კარგად თოქშოუებში ჩანს ხოლმე. ჩვენ გვინდოდა დაძაბულობის ეს წყარო განმუხტვის საშუალებად გვექცია და სახალისო გზით გვეჩვენებინა ის, რასაც ადამიანები მეტისმეტად სერიოზულად აღიქვამენ“, – ამბობენ „ლივინგსტონში“.

Credits

Client: Zoommer
Agency: Leavingstone
Creative Director: Levan Lepsveridze
Head of Copy: Beqa Adamashvili
Copywriter: Giorgi Meshveliani
Account Director: Eko Chubinidze
Account Manager: Anno Maisuradze
Strategy director: Nino Kuprashvili
Strategist: Salome Dolidze
Digital team: Pavle Gabritchidze; Elene Danelia; Emily Koridze
CGI Artist: Giorgi Korganov
Designer: Bruce Lee
Executive Producer: Meli Bagdavadze
Production: Director: Dima Chkheidze
DoP: Sandro Darakhvelidze
1st AD: Margo Zubashvili
Focus Puller: Irakli Duru Jgenti
2nd Focus Puller: Giorgi Medulashvili
Production Designer: Polina Rudchik
Designer’s Assistant: Sandro Nadareishvili
Decorator: Jimsher Berdzenishvili
Wardrobe Stylist: Ika Bobokhidze
Wardrobe Stylist Assistant: Elene Zvambaia
Casting: Misha Apkhazava
Make up: Veriko Bedeladze; Nino Bedeladze
Production Company: Metro Production
Executive Producer: Sandro Gabilaia
Head of Production: Maia Gurabanidze
Producer: Masho Tevdorashvili
PA: Mariam Gugushvili
Set Manager: Davit Peradze
Post-Production: Color-Grading by UPP Prague
Sound and Music by Post Red Audio
Vocals: Tato Rusia, Irakli Noniashvili, Zviad Mgreby, Anno Maisuradze, Meli Bagdavadze

ქართული პური „მზეთამზე“, რომლის ბრენდინგზეც Leavingstone-მა იმუშავა

ტოვებენ, თუ არა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ქართულ ბაზარს