in

ზურა კუსრაშვილი – გაიცანი წარმატებული სტეპერები

ზურა, გვიამბე რა სპეციალობაზე სწავლობდი სტეპში?

სტეპში სწავლა 2019 წელს დავიწყე პროგრამირების მიმართულებით, რომელიც მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მხარეს. სწავლების პერიოდში აქტიურად ვმუშაობდით სხვადასხვა პროექტზე, რაც დამეხმარა უკეთ გამეგო, როგორ იქმნება აპლიკაციები იდეიდან რეალურ პროდუქტამდე. ეს კურსი იყო ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ჩემი პროფესიული განვითარების გზაზე.

რატომ აირჩიე ეს მიმართულება?

პროგრამირება ყოველთვის მიზიდავდა თავისი შემოქმედებითი ბუნებით. ეს არის სფერო, სადაც შეგიძლია იდეა რეალობად აქციო და ამ პროცესში მუდმივად ვითარდებოდე. მინდოდა პროფესია, რომელიც ყოველდღიურად მაძლევს ახალ გამოწვევებს და მაძლევს საშუალებას, ცოდნა და გამოცდილება მუდმივად გავაფართოო. სწორედ ეს უწყვეტი პროგრესი და თვითგანვითარების შესაძლებლობაა ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ სფეროში.

ზურა, რას საქმიანობ ამჟამად?

ამჟამად ვმუშაობ Lambda Gaming-ში Senior Front-End Game Developer-ის პოზიციაზე, სადაც ვქმნი სხვადასხვა თამაშის ვიზუალურ და ინტერაქტიურ ნაწილს. ასევე ვმუშაობ ZeyOS-ში Full-Stack Developer-ის პოზიციაზე, სადაც ვმონაწილეობ კომპანიის ბიზნეს-აპლიკაციების განვითარებასა და არსებული სისტემების გაუმჯობესებაში.

როგორ გამოიყენებ სტეპში მიღებულ ცოდნას? 

სტეპში მიღებული ცოდნა დღემდე მეხმარება ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში. ვისწავლე როგორ უნდა დავგეგმო კოდი სწორად, როგორ დავყო ამოცანა ნაწილებად და როგორ მივუდგე საქმეს სისტემურად. გარდა ტექნიკური ცოდნისა, ძალიან დამეხმარა სტეპში მიღებული გუნდური მუშაობის გამოცდილება. შეიძლება ითქვას, რომ IT აკადემია STEP-ში მივიღე ის საფუძველი, რაზეც დღეს ვაშენებ ჩემს კარიერას.

რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც სტეპში სწავლის დროს შეიძინე და როგორი იყო სწავლის პროცესი?

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი სწავლის უნარი – როგორ ვიპოვო საჭირო ინფორმაცია და ვისწავლო ახალი რამე. ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თავად შეძლო განვითარება. აქვე ვისწავლე გუნდურად მუშაობაც – როგორ მოვუსმინო სხვას, როგორ გავიზიარო ცოდნა და ვისწავლო კოლეგებისგან. საბოლოოდ მივხვდი,რომ ეს უნარები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული ტექნოლოგიების ცოდნა. უშუალოდ სწავლის პროცესიც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. რასაც თეორიულად ვსწავლობდით მაშინვე ვიყენებდით რეალურ დავალებებში. გარემო მეგობრული და კომფორტული იყო რაც კიდევ უფრო ამარტივებდა სწავლის პროცესს.

რა როლი ითამაშა IT აკადემია STEP-მა შენ ცხოვრებაში?

აქ გავაცნობიერე, რომ პროგრამირება ის საქმეა, რაც ყველაზე მეტად მიყვარს და რაშიც ჩემს მომავალს ვხედავ. სტეპმა მომცა ის ცოდნა და თავდაჯერება, რაც კარიერის დასაწყებად მჭირდებოდა. გარდა ამისა, შევხვდი ადამიანებს, რომლებთან ერთად სწავლა და გამოცდილების გაზიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

რა რჩევას მისცემდი დამწყებ პროგრამისტებს? 

ვურჩევდი, რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. თეორია მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მეტს მაშინ სწავლობ, როცა რეალურ პროექტებზე მუშაობ. არ უნდა შეეშინდეთ შეცდომების, რასაც სწავლის პროცესში დაუშვებენ, რადგან სწორედ ასე მოდის რეალური განვითარება.

ყველაზე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი რჩევა არის ის, რომ გამოიყენონ ლექტორების გამოცდილება, დასვან ბევრი შეკითხვა, მოითხოვონ რჩევები, რადგან მათ, უკვე, აქვთ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ ინდუსტრიაში და შეუძლიათ ბევრი ღირებული ცოდნის გაზიარება.

[R]

NEXT თბილისში ახალ პროექტს აანონსებს!

რა უნდა იცოდე საქართველოს ბანკის YouTube გადაცემა „კრეატორზე“?