in

ზურაბ გუგუშვილი თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი გახდა 

თიბისი ლიზინგს ახალი კომერციული დირექტორი ზურაბ გუგუშვილი გახდა. ამბობს, რომ ქვეყანაში, ლიზინგის მიმართულებას, განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომ, მისთვის მთავარი გამოწვევაა, სერვისი, საქართველოში, ისეთივე პოპულარული ფინანსური ინსტრუმენტი გახდეს, როგორიც ევროპასა და ამერიკაშია.

„ამ მიზნის მისაღწევად, ვგეგმავთ, პროდუქტი მომხმარებლების კომფორტსა და მოთხოვნებს მაქსიმალურად მოვარგოთ. ამ გზით, შევქმნით დამატებით ღირებულებას, რისი დამსახურებითაც, ნივთის ლიზინგით შეძენა გაცილებით კომფორტული იქნება, ვიდრე საკუთარი ფინანსური რესურსით. კომპანიის ამოცანაა, ვაგრძნობინოთ მომხმარებლებს, რომ არიან ბაზრის უპირობო ლიდერის პარტნიორები და მეგობრები“, – ამბობს ზურაბ გუგუშვილი.

ზურაბ გუგუშვილი 2018 წლიდან სადაზღვევო კომპანიის, „უნისონის“ კომერციული დირექტორი იყო. მანამდე კი, 12 წლის განმავლობაში, როგორც თიბისი ჯგუფის წევრი, კორპორატიულ სექტორში საცალო ვაჭრობისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებას კურირებდა.

როგორ შეგვიძლია ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება სახლის პირობებში?

“Yahoo Answers” უქმდება!