16
Jan
2019

ლონდონში ზურაბ წერეთლის გამოფენა გაიმართება

16 Jan 2019

ლონდონში, Saatchi Gallery-ში ქართველი მხატვრის, მოქანდაკისა და პედაგოგის, ზურაბ წერეთლის, გამოფენა გაიმართება. ხელოვანს 4 იანვარს 85 წელი შეუსრულდა. ღონისძიება 23 იანვარს გაიხსნება და 17 თებერვლამდე გაგრძელდება. გამოფენის თემაა “უფრო მეტი, ვიდრე სიცოცხლე”. “წერეთელი დაუღალავი ექსპერიმენტატორია. ის გახლავთ უამრავი ინოვაციური ნაშრომის ავტორი მხატვრული, გრაფიკული, ბრინჯაოს, ემალის, ვიტრაჟის, გობელენის, კერამიკისა და ბეჭდური მიმართულებით. ამავდროულად, მას დიდი შემოქმედებითი ენერგია აქვს ჩადებული ქველმოქმედებაში, განათლებასა და ვიზუალური ხელოვნების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში” – ნათქვამია Saatchi Gallery-ის განცხადებაში.

განხილვა