in

იძებნება 14000$ საქართველოსთვის!

Zviad Adzinbaia

15 აგვისტოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი კულტურულ საღამოს უმასპინძლებს, რომლის მიზანია ზვიად აძინბაიას მხარდაჭერა აშშ–ში სასწავლებლად.

Zviad Adzinbaiaზვიადი წელს, ,,ტაფტის ფლეტჩერის სკოლის’’ (აშშ) სამართლის და დიპლომატიის პრესტიჟულ სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა. ეს მის ცხოვრებაში ერთ–ერთი უდიდესი მიღწევაა, რადგან აფხაზეთიდან დევნილობის მიუხედავად, 24 წლის ასაკში მოახერხა მსოფლიოს ერთ–ერთ მოწინავე უნივერსიტეტთან ასე ახლოს მისვლა. ზვიადს ჯერა, რომ ფლეტჩერში მიღებულ ცოდნას  საქართველოს გაერთიანებას და ზოგადად, თავისი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარს.

უნივერსიტეტში სასწავლებლად ზვიადმა უკვე მოიპოვა სტიპენდიები ფლეტჩერის სკოლისა და საქართველოს პრემიერ მინისტრის ფონდისგან. მაგრამ მას კიდევ 14 000 $ აშორებს იმ ადგილამდე, საიდანაც თავისი შორსმიმავალი გეგმების განხორციელება უნდა დაიწყოს.  ფლეტჩერის სკოლა, სადაც ზვიადს უკვე ელოდებიან, მსოფლიო დონის მომავალ ლიდერებს, დიპლომატებს და სხვადასხვა დარგის წამყვან პროფესიონალებს ზრდის და აერთიანებს.

რადგანაც უკვე 3 კვირაში აშშ–ში უნდა გაემგზავროს და სწავლისთვის დარჩენილი თანხის დაფინანსებითვის ალტერნატიული წყაროები თითქმის არ გააჩნია, ზვიადი მიმართავს თავის მეგობრებს, ბიზნეს სექტორს და ფართო საზოგადოებას, რომ შეიტანონ საკუთარი, თუნდაც მცირედი წვლილი მისი მიზნების განხორციელებაში.

ზვიადის მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვიწვევთ სტუმრებს ბიზნეს სფეროდან, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასევე, სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, რომ საკუთარი შენატანით მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდას, რომლის მიზანიც მაღალი ხარისხის განათლების მიღებაა. ამით კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, რომ ქვეყნის წარმატება ცალკეული პიროვნებების განვითარებით იწყება.

ღონისძიებას ექნება ფართო მედია გაშუქება. ამავდროულად, კომპანიებს, რომლებიც თუნდაც სიმბოლურ შენატანს გააკეთებენ ზვიადის სასარგებლოდ, მიეცემათ საშუალება წარმოაჩინონ საკუთარი თავი მრავალფეროვანი აუდიტორიისა და ფართო საზოგადოების წინაშე.

განათლებაში ინვესტიცია მომავალში ინვესტიციაა!

15 აგვისტო, 2016, 19:00,  

თბილისი, ლადო გუდიაშვილის . #7,

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი

საკონტაქტო პირი: მერი ქაჯაია

მობ: 595 15 05 02

ელ.ფოსტა: [email protected]

საბანკო ანგარიში:

თიბისი ბანკი

 GE31TB7444045161600001

 ზვიად აძინბაია

„ჯერ პრობლემა დაუმარცხებელი არ დამიტოვებია!“ – Spotlight-ის სპიკერი, ნინო სუბელიანი

“არ დამივიწყო” – მომღერალი კატები გემრიელი საკვების მოლოდინში