in

ზვიად ციკოლიასა და AzRy-ს კოლაბორაციით შექმნილი გადახდის აპარატები საზოგადოებრივ ტრანსპორტში

მალე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დიზაინერ ზვიად ციკოლიასა და AzRy-ს ერთობლივი პროდუქტი – განახლებული გადახდის აპარატები დამონტაჟდება. პროდუქტის შესახებ ინფორმაცია ზვიად ციკოლიამ საკუთარ ფეისბუკგვერდზე გაავრცელა. ბარათის მიდებით, აპარატი ელექტრონულად დააფიქსირებს გადახდას, გარდა ამისა, მისი საშუალებით, შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება, რა ნაშთია მომხმარებლის ანგარიშზე.

როცა ფუნქციონალურ პროდუქტს ქმნი, ის ფორმას ყოველთვის თვითონ გკარნახობს. სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ ქარხნული წესით დამზადებული, ყველა ტექნოლოგიური ნიუანსის გათვალისწინებით შექმნილი პროდუქტი. აპარატის შიდა კონსტრუქცია, გარეთა – ესთეტიკური მხარე, ამ ყველაფერს მივეცით ფუნქციონალური დატვირთვაც და გავამზადეთ წარმოებისთვის. სრული გზა გავიარეთ იდეიდან საბოლოო პროდუქტის შექმნამდე, – ზვიად ციკოლია.

ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი თარიღი, როდის შეძლებენ მგზავრები ახალი აპარატის გამოყენებას.

ფოტოკონკურსი “იცხოვრე აქტიურად”! – დეტალები და საპრიზო ფონდი

როცა ყოველი წამი გადამწყვეტია – სამედიცინო დრონი პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის