23
Oct
2018

ზვიად ციკოლიამ, ქვევრის თემაზე, სუვენირების სერია შექმნა

23 Oct 2018

დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, ქვევრის თემატიკაზე, სუვენირების სერია შექმნა. კოსმიური ხომალდი, წყალქვეშა ნავი და თვითმფრინავი – სავარაუდოდ, წინასაახალწლოდ გაიყიდება.

ზვიად ციკოლია: „ეს არის პატარა სუვენირები სუვენირები, სიგრძეში, დაახლოებით, 50 მილიმეტრი. დამზადებულია სხვადასხვა მეტალის ნარევით და დაფარულია ბრინჯაოთი. მივუძღვენი ქვევრის თემატიკას. თავიდან, თიბისისთვის შევქმენი ძველებური მანქანის მოდელი. შემდეგ კი, ცალკე ხაზი, მთელი სერია გავაკეთე. სუვენირები ჩაშვებულია წარმოებაში და გვინდა, რაც შეიძლება მალე, წინასაახალწლო პერიოდში უკვე ხელმისაწვდომი იყოს. ფასს, სწორედ ახლა ვადგენთ. რაც შეეხება ადგილს – გაიყიდება მხოლოდ ჩვენს ბუტიკში“.

სუვენირების შეძენა ბრენდ Tsikolia-ს ბუტიკში (ვარდების რევოლუციის მოედანი #1, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“) იქნება შესაძლებელი.

განხილვა