in

წყნარ ოკეანეში „ზვიგენების ვულკანი“ ამოიფრქვა

თითქოს, ხმელეთზე ყველაფერი რიგზე ყოფილიყო და სანერვიულო არაფერი გვქონოდა, ახლახან წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა, რომელშიც უამრავი ზვიგენი იყრიდა თავს.

M2
M2

NASA-ს დედამიწის ობსერვატორიის ცნობით, სოლომონის კუნძულებში მდებარე კავაჩის ვულკანი გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული იფრქვეოდა. შესაძლოა, ეს ზვიგენებისთვის საზიანო აღმოჩნდეს — კერძოდ, საუბარია იმ ორ სახეობაზე, რომელიც წყლით დაფარულ კრატერში 2014 წელს ვულკანის ბოლო ამოფრქვევის შემდეგ ბინადრობს.

თავჩაქუჩა თევზი და აბრეშუმისებრი ზვიგენი კავაჩიზე ბინადრობენ, თუმცა მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რატომ მოიყარა ამ ორმა სახეობამ თავი ვულკანთან. როგორც 2016 წელს ჟურნალ Oceanography-ში წერდნენ მკვლევრები, კავაჩიზე მათი არსებობა ახალ კითხვებს წარმოშობს „აქტიური წყალქვეშა ვულკანების ეკოლოგიისა და იმ ექსტრემალური პირობების მქონე ადგილების შესახებ, რომლებშიც ზღვის დიდი ცხოველების არსებობა შესაძლებელია“.

საგულისხმოა, რომ კავაჩიმ, წყნარი ოკეანის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ვულკანმა, ხანმოკლე „ეფემერული კუნძულების“ სერია შექმნა 1939 წლის ამოფრქვევის შემდეგ. NASA-ს თქმით, ეს უფრო მეტია, ვიდრე ზვიგენების თავშესაფარი — კრატერში Sixgill Stingrays და Snapper სახეობების თევზებიც იყვნენ.

UGFL at Berkeley-ის ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის წარდგენა საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება

აღმოაჩინე ნამდვილი ანტალია – გზამკვლევი მოგზაურებისთვის