in

ზვიგენი ადამიანს იმიტომ ესხმის თავს, რომ სელაპისა და ზღვის ლომისგან ვერ ასხვავებს – კვლევა

ამ ცოდნაზე დაყრდნობით, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაა შესაძლებელი

თეთრი ზვიგენის პერსპექტივით, ადამიანი და სელაპები წყალში საოცრად მსგავსია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ზვიგენის მიერ ადამიანზე თავდასხმა, შესაძლოა, არასწორი იდენტიფიცირების შედეგი იყოს. და მართალია, ზვიგენისა და ადამიანის “დაპირისპირება” ძალზე იშვიათია, მაგრამ ეს არსებები მაინც დიდ შეშფოთებას იწვევენ საზოგადოებაში.

M2
M2

“იმის გაანალიზებით, თუ რატომ კბენს ზვიგენი ადამიანებს, შეგვიძლია, ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად უკეთესი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ. თუნდაც ისეთები, რომლებიც ნაკლებ აგრესიული იქნება ზღვის არსებებისადმი და ამავდროულად, მეტად ეფექტური ადამიანებისთვის” – ამბობს ლორა რაიანი ავსტრალიის Macquarie University-დან.

რაიანმა და მისმა კოლეგებმა სელაპისა და ზღვის ლომის ცურვის ამსახველი კადრები გადაიღეს. ასევე, მათ ობიექტივში მოექცნენ სერფერები. წყალქვეშა სკუტერზე სპეციალურად დამონტაჟებული კამერა კი თეთრი ზვიგენის მოძრაობას აფიქსირებდა – ეს სწორედ ის სახეობაა, რომელიც შედარებით ხშირად კბენს ადამიანებს.

სერფერებსა და ცხოველებს შორის ვიზუალური მსგავსების შესაფასებლად, ჯგუფმა ვიდეო კადრები შესწავლა. როგორც აღმოჩნდა, ზვიგენები დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ მოცურავე ადამიანების მოძრაობას, სერფერების, სელაპებისა და ზღვის ლომებს შორის. ამასთანავე, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სელაპები და ზღვის ლომები, გაშლილი ფარფლებით, სწორედ ადამიანებს ჰგვანან.

“ზვიგენებს ისტორიულად ჰქონდათ ცუდი საზოგადოებრივი აღქმა, როგორც “უგუნურ კანიბალებს”. თუმცა ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ ეს ასე არ არის… ისინი მიჰყვებიან იმას, რასაც მათი ვიზუალური სისტემა ეუბნება” – განმარტავს რაიანი.

ახალი ცოდნის შედეგად, დამატებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული ვიზუალური მიდგომების შემუშავებაა შესაძლებელი, რაც დიდი თეთრი ზვიგენის მსხვერპლად ქცევის შანსებს ამცირებს.

როგორ აუმჯობესებს პრობიოტიკების დიდი რაოდენობა საკვების მონელებას

ცხოვრების ახალი სტილი – როგორ შეიცვალა მომხმარებლის ქცევა კოვიდპანდემიის შემდეგ?