აკომ მელნიკის (ბელორუსია) დიზაინ სტუდიამ “Русский остров”-ის აიდენტიკაზე იმუშავა.
დიზაინერებმა მომხმარებელს სიახლე შესთავაზეს – შუშის ქილა, რომელსაც წვალების გარეშე გახსნით და პროდუქტის ნახვა შეფუთვის გახსნის გარეშეა შესაძლებელი. რაც შეეხება ეტიკეტს, თემატიკიდან გამომდინარე წყალქვეშა სამყაროს გამოსახულება გამოიყენეს.
დიზაინერებმა აქცენტი სანდო პროდუქტის იერსახეზე გააკეთეს. პროდუქტი მაღალ შემოსავლიან მომხმარებელზეა გათვლილი. ეტიკეტის ილუსტრაციაც და კონფიგურაციაც ორიგინალია და სპეციალურად “Русский остров”-ისთვის გაკეთდა