შთამბეჭდავი გალაქტიკები, ფერადი ჩრდილოეთის ნათებები და ცეცხლისფერი მზე სულ მცირე ჩამონათვალია იმ ციური სხეულებისა და ბუნებრივი ფენომენებისგან, რომლებიც წლევანდელ ZWO Astronomy Photographer of the Year-ის შორტლისტში მოხვდა. Royal Observatory Greenwich-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში მონაწილეობას მოყვარული და პროფესიონალი ასტროფოტოგრაფები იღებენ, წელს კი მათმა რიცხვმა 5500-ს გადააჭარბა!
მართალია, გამარჯვებულების ვინაობა სექტემბერში გახდება ცნობილი, მაგრამ მანამდე შორტლისტით გარკვეულ მოლოდინებს გვიქმნიან. საოცარი მზის ამოფრქვევებითა თუ დაბნელებებით, მიღებული სურათებით რეკორდული წელი აღინიშნება ასტრონომიაში. ამასთან, წელს Annie Maunder Prize-ის მფლობელიც დასახელდება, რომელიც სურათების ინოვაციურობას აფასებს, შესაბამისად, ფოტოგრაფებს ექსპერიმენტების თამამად ჩატარების შესაძლებლობას სთავაზობს.
კონკურსი უკვე მე-17 წელია, ტარდება და 9 კატეგორიაში ავლენს გამარჯვებულებს. ამასთან, ორ სპეციალურ პრიზსაც გასცემს და საერთო გამარჯვებულსაც აჯილდოებს. თუმცა, სანამ მათი მფლობელების ვინაობას გავიგებთ, 2025 წლის ZWO Astronomy Photographer of the Year-ის შორტლისტიდან რჩეულ ფოტოებს გაგაცნობთ:














ZWO Astronomy Photographer of the Year-ის შორტლისტის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.














