ხშირად, როცა სახლში ყველაფერი იდეალურად მუშაობს, ამას ვერც კი ვამჩნევთ. ლიფტის ლოდინი, მეზობლის ხმაური თუ უსაფრთხოებაზე ნერვიულობა – ეს ის წვრილმანებია, რომლებიც მხოლოდ მაშინ გვახსენებს თავს, როცა რაღაც რიგზე ვერ არის. ნამდვილი კომფორტიც სწორედ მაშინ იგრძნობა, როცა ყოველდღიურობა ყოველგვარი ზედმეტი ფიქრისა და ძალისხმევის გარეშე, მშვიდად მიედინება. სწორედ ეს „უხილავი კომფორტი“ დაედო საფუძვლად „ზიგმა საბურთალოს“ ახალ კამპანიას. ბრენდმა აჩვენა ის უამრავი უხილავი დეტალი და შრომა, რაც ამ მშვიდი ყოველდღიურობის მიღმა დგას. როგორ უამბობენ მობინადრეებს, რომ უმაღლესი ხარისხის ბეტონი, სეისმური მდგრადობა თუ თუნდაც კურიერებისთვის განკუთვნილი ცალკე ლიფტი მისი ყოველდღიური სიმშვიდის გარანტიაა? როგორ იქმნება კომუნიკაცია, რომელიც ცხოვრების განსხვავებულ ხასიათზე მეტყველებს? კამპანიის იდეასა და შემოქმედებით პროცესზე მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია „მარსის“ თანადამფუძნებელი ელენე ბარათაშვილი, კრეატიული სტრატეგი გიორგი ჩიხრაძე და „ზიგმას“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩოხელი გვესაუბრნენ.
ელენე ბარათაშვილი: „ზიგმა საბურთალო“ პრემიუმ სეგმენტში სრულიად ახალ სტანდარტს აყალიბებს. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანაც ამ პოზიციონირების მკაფიოდ გადმოცემა და ბრენდის გარშემო ისეთი კომუნიკაციის შექმნა იყო, რომელიც მომხმარებელს ზუსტად იმ უნიკალურ ღირებულებებს დაანახებდა, რომლებსაც „ზიგმა“ ეფუძნება. გვინდოდა, კამპანიას პროექტის მასშტაბი, ხარისხი და მისი ფილოსოფია ერთიანად, ორგანულად გადმოეცა – არა მხოლოდ იმის სათქმელად, თუ რა არის „ზიგმა“, არამედ გვეჩვენებინა, რეალურად რას ნიშნავს აქ ცხოვრება.

M: „ზიგმა – მათთვის, ვინც ცხოვრების ახალ სტანდარტს ეძებს.“ როგორ ჩამოყალიბდა ეს ბრენდული გზავნილი?
ელენე ბარათაშვილი: ჩვენთვის „ცხოვრების ახალი სტანდარტი“ არის იდეა, რომელზეც მთლიანად პროექტი დგას. დღეს ადამიანები საცხოვრებელს მხოლოდ მდებარეობისა თუ კვადრატული მეტრების მიხედვით აღარ ირჩევენ. მათთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ცხოვრების ხარისხი, ყოველდღიური კომფორტი, უსაფრთხო გარემო, სერვისები და ის მთლიანი გამოცდილება, რომელსაც საცხოვრებელი კომპლექსი სთავაზობს. სწორედ ამიტომ გვინდოდა, ჩვენი მთავარი მესიჯიც ამ ფილოსოფიაზე აგვეშენებინა. „ზიგმა“ ზუსტად მათთვისაა, ვინც მხოლოდ ბინას კი არა, ცხოვრების სრულიად ახალ სტანდარტს ეძებს.
M: როგორ დაიბადა კამპანიის კონცეფცია?
გიორგი ჩიხრაძე: კამპანიის იდეა ერთი საკმაოდ მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი დაკვირვებიდან გაჩნდა. როდესაც ადამიანი ნამდვილ პრემიუმ პროდუქტს ირჩევს, საბოლოო ჯამში, ტექნიკური მახასიათებლების მშრალი ჩამონათვალი მეორეხარისხოვანი ხდება. ის ირჩევს იმ გამოცდილებას, რომელსაც ეს პროდუქტი ყოველდღიურად ანიჭებს. საუკეთესო შემთხვევაში კი, იმ უამრავ წვრილმანზე, რომლებიც ამ კომფორტს ქმნის, საერთოდ აღარ ფიქრობს. ჩვენც სწორედ ამ იდეას ჩავუღრმავდით – როდესაც „ზიგმაში“ ცხოვრობ, შეიძლება არც კი იცოდე, რამდენი სწორი გადაწყვეტილება და დეტალი განსაზღვრავს შენს ყოველდღიურ სიმშვიდეს. ეს არც არის საჭირო. შენ უბრალოდ გრძნობ ცხოვრების ახალ სტანდარტს, რომელსაც ეს პროექტი ყოველდღიურად გთავაზობს. სწორედ ეს მარტივი ჭეშმარიტება იქცა კამპანიის მთავარ კონცეფციად.

M: როგორი იყო უშუალოდ სამუშაო პროცესი?
გიორგი ჩიხრაძე: სამუშაო პროცესი თავიდანვე ძალიან კოლაბორაციული და ცოცხალი იყო. „ზიგმას“ გუნდთან ერთად არაერთი დისკუსია გავიარეთ, რადგან თითოეული ჩვენგანისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, კამპანია რეალურ, ხელშესახებ პროდუქტზე დაფუძნებულიყო და არა უბრალოდ ლამაზ, ჰაერში გამოკიდებულ სარეკლამო იდეაზე. თავდაპირველად პროექტის არსის, მისი უპირატესობებისა და ფასეულობების სიღრმისეულ გააზრებაზე ვიმუშავეთ, შემდეგ კი დავიწყეთ იმ ერთი, მთავარი იდეის ძიება, რომელიც ამ ყველაფერს ერთ მთლიანობად შეკრავდა. სწორედ ამ მჭიდრო ერთობლივი მუშაობის შედეგად მივედით იმ ნარატივამდე, რომელმაც კამპანიის საფუძველი შექმნა. გვინდოდა, შეგვექმნა კომუნიკაცია, რომელიც მიმართავდა ადამიანებს, ვისთვისაც სახლი მხოლოდ ფიზიკური სივრცე არ არის, არამედ ცხოვრების ხარისხის შეგნებული არჩევანია.

M: კამპანიაში აქცენტს აკეთებთ იმ დეტალებზე, რომლებსაც მაცხოვრებელი ყოველდღიურობაში შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს. რეალურად რა დგას ამ უხილავი დეტალების უკან?
ზვიად ჩოხელი: კამპანიაში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელია გაჟღერებული – ყოველდღიურ კომფორტს ხშირად სწორედ ის გადაწყვეტილებები ქმნის, რომლებსაც ადამიანი ვერც კი ამჩნევს. თუმცა, ამ შეგრძნების უკან ასობით რთული და გააზრებული ნაბიჯი დგას. მასალების შერჩევიდან და უახლესი საინჟინრო სისტემებიდან დაწყებული, სივრცეების დაგეგმარებითა და ყოველდღიური კომფორტის თითოეული ელემენტით დასრულებული – ყველაფერი იმაზე ფიქრით იქმნებოდა, თუ როგორ იცხოვრებდა ადამიანი ამ სივრცეში არა მხოლოდ დღეს, არამედ წლების შემდეგაც. სწორედ ამიტომ ვიყენებთ B35 მარკის ბეტონს, „ჯეოსტილის“ არმატურასა და ავსტრიულ „დოკას“ საყალიბე სისტემებს, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სეისმურ უსაფრთხოებას, ხოლო შენობაში გადაადგილებისთვის შევარჩიეთ მსოფლიოში აღიარებული ბრენდის, „ოტისის“, 7 პრემიუმ ლიფტი, მათ შორის დამოუკიდებელი ლიფტი სპეციალურად კურიერებისთვის. ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ ვიზუალური მხარე არ არის; ხარისხი არის ის, რასაც მაცხოვრებელი ყოველდღიურად გრძნობს -უსაფრთხოებაში, კომფორტსა და იმ სიმშვიდეში, რომელსაც საკუთარი სახლი უნდა ანიჭებდეს.

M: რას უნდა ელოდოს ადამიანი, რომელიც არჩევანს „ზიგმაზე“ აჩერებს?
ზვიად ჩოხელი: მიგვაჩნია, რომ „ზიგმა საბურთალოს“ უნიკალურობას სამი ძირითადი საყრდენი განსაზღვრავს -ეს არის ლოკაცია, ინფრასტრუქტურა და უკომპრომისო ხარისხი. პროექტი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და პერსპექტიულ ნაწილში შენდება -მეტრო „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ, ახალ დამაკავშირებელ ხიდთან, რომელიც საბურთალოს, ვაკესა და წყნეთს ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს. დღევანდელ თბილისში, სადაც დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, ასეთი მდებარეობა ყოველდღიურობაში უდიდეს კომფორტს ქმნის.
ამასთანავე, ჩვენი მიზანი იყო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს სახლიდან გაუსვლელად ექნებოდათ ბევრი ისეთი შესაძლებლობა, რისთვისაც ჩვეულებრივ ქალაქში გადაადგილება უწევთ. სწორედ ამიტომ, პროექტი მოიცავს ორ საცურაო აუზს -მათ შორის დეველოპერულ პროექტებს შორის ყველაზე დიდ, 29-მეტრიან აუზს – თანამედროვე ფიტნეს სივრცეს, საუნას, სქვოშის კორტს, ელეგანტურ ლობის 24-საათიანი კონსიერჟის მომსახურებით, პრემიუმ კომერციულ ზონასა და 4-დონიან ავტოსადგომს. ჩვენ ვქმნით სივრცეს მათთვის, ვისაც სურს დილით აუზით ან ფიტნეს დარბაზით ისარგებლოს, საღამოს კი საკუთარი ტერასიდან ქალაქის პანორამული ხედებით დატკბეს – ყოველგვარი დამატებითი გადაადგილებისა და დროის დაკარგვის გარეშე. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ ფუნქციური ტერასებია, რომლებიც საცხოვრებელ სივრცეს დამატებით განზომილებას სძენს და ბინას ქალაქთან აკავშირებს.
ამასთანავე, მაცხოვრებლებს ბინები პრემიუმ მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდებათ, რაც მათ საშუალებას მისცემს, ახალ სახლში გადასვლა ბევრად სწრაფად და მარტივად შეძლონ. საბოლოოდ, „ზიგმა“ საცხოვრებელ კომპლექსზე მეტია – ეს არის ეკოსისტემა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს, მოქნილსა და ხარისხიანს ხდის.

M: როგორ ხედავთ „ზიგმას“ განვითარების სამომავლო პერსპექტივას?
ზვიად ჩოხელი: „ზიგმას“ განვითარება მხოლოდ ერთი პროექტით არ შემოიფარგლება. ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებში თბილისის სხვადასხვა უბანში შევქმნათ პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და მრავალფუნქციური კომპლექსები, რომლებიც ცხოვრების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს. გვინდა, „ზიგმა“ ასოცირდებოდეს არა მხოლოდ ხარისხიან მშენებლობასთან, არამედ იმ ცხოვრების სტილთან, რომელსაც ჩვენი პროექტები სთავაზობს მომხმარებელს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის თანამედროვე დეველოპერის მთავარი პასუხისმგებლობა -შექმნას სივრცე, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას რეალურად აუმჯობესებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი მიზანია, თითოეულმა ახალმა ნაბიჯმა კიდევ უფრო გააძლიეროს ის თამასა, რომელსაც „ზიგმა“ დღეს აწესებს, და მომავალშიც იმ ადამიანების პირველი არჩევანი იყოს, ვინც ცხოვრების ახალ სტანდარტს ეძებს.

Credits
დამკვეთი: ზიგმა
სტრატეგიული მარკეტინგი: MARS – Marketing Solutions
შემოქმედებითი გუნდი: გიორგი ჩიხრაძე, რეზო შელია, აჩი ორაგველიძე
რეჟისორი: დავით ბორჩხაძე
რეჟისორის ასისტენტი: კატო ტყემალაძე
პროდუსერი: მარიამ ხოფერია, ზუკა ღარიბაშვილი
DP: ვიგენ (ბიბა) ვართანოვ
ქასთინგის დირექტორი: მიშა აფხაზავა
ქასთინგის ასისტენტი: სოფო ქობაჩიშვილი, ქეთუშა ჩიკვინიძე
მსახიობები: ნუკა ყარალაშვილი, სანდრო სვანიძე, ნიცა ჯაბანაშვილი, გიორგი ჭიპაშვილი, ლევან თექთურმანიძე
ლოკაციის მენეჯერი: ირაკლი გვიშიანი
პარკინგ მენეჯერი: ჯონი ბაიაძე
კოსტუმების მხატვარი: ანა ფაილოძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ნინი ნათელაშვილი
მეიქ აფ არტისტი: სალომე ზაქარაია
ფროდაქშენ დიზაინი: Nisley studio
სოფიო გულისაშვილი, ზურა კიკვაძე.
არტ დეპარტამენტი: დავით ღვინაშვილი, გურამ ჭვრიტიძე, შოთა ცაგარეიშვილი, თამაზ ბოჭოიძე, გარიკ მარტოროსიანი.
რეკვიზიტორი: თათია გულისაშვილი
გაფერი: მიხეილ საგანელიძე
გამნათებელი: ბიძინა ჩხაიძე, ბექა დვალიშვილი, დავით სამხარაძე, გიორგი ხუციშვილი, დავით საღრიშვილი
დოლი: ბეჟან ლალიაშვილი, ზურა წულეისკირი
კამერა: ხატია ხალვაში, ნინია ცაბაძე
ფოკუსი: ზაზა ცომაია
დრონის ოპერატორი : ცოტნე ალბუთაშვილი
ფერის კორექცია: ვიგენ (ბიბა) ვართანოვი
საუნდ დიზაინი: არტურ სტეპანიანი
პოსტ პროდაქშენი: ბურო, ოთი ხარებაშვილი
გრაფიკა: ბრუსლი
[R]











