სხვადასხვა სახის აუდიო ფაილების, ანუ მუსიკის, აუდიო წიგნების მოსმენა, თუ ცურვის ტრენერის მითითებების რეალურ დროში მიღება უკვე წყალქვეშაც შესაძლებელია. 2 წელია, რაც ამერიკელი სტარტაპერები მოწყობილობა Zygo-ზე მუშაობენ. ეს არის თავზე დასამაგრებელი და გადამცემი მოწყობილობის ნაკრები, რომელიც უკაბელო და რა თქმა უნდა, წყალგაუმტარია. Zygo აუდიოსიგნალს ვიბრაციის მეშვეობით გადასცემს, აქვს ძვლოვანი გამტარობა და როცა ის წყალქვეშ გიკეთიათ, არ ფარავს თქვენს ყურებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უსაფრთხო, კომფორტული და წყალქვეშა გარემოს შესაბამისი გადაწყვეტაა.
სტარტაპერების თქმით, მოწყობილობის მეშვეობით აუდიო მასალის მაღალ ხარისხში მოსმენაა შესაძლებელი. აუდიოს წყალქვეშ მოსმენა ხარვეზის გარეშე კი გადამცემი მოწყობილობიდან 50 მეტრის დაშორებით შეიძლება. მოწყობილობის ბატარეა 4 საათს ძლებს, ხოლო გადამცემის ბატარეას მუშაობა 8 საათის განმავლობაში შეუძლია.